სამართალი
საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 78 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1041 ფაქტი

  საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, 2017 წლის 14-15 თებერვალს მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

  საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 78 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების - 21 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების – 23 ფაქტი; ქურდობის – 8 ფაქტი და სხვ.

  დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1041 შემთხვევა, მათ შორის: წვრილმანი ხულიგნობის - 2 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის - 19 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების – 22 ფაქტი და სხვ.