პოლიტიკა
ეკა ბესელია საპარლამენტო რესპუბლიკის მტკიცე მოდელის მომხრეა

  საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. ქვეყნის პირველი პირისთვის მთავარსარდლის ფუნქციის ჩამორთმევას მმართველი გუნდის წევრები უარყოფენ. მათი განცხადებით, კონკრეტული გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერ არ არსებობს.

  საკონსტიტუციო კომისიის გუშინდელ სხდომაზე პოლიტიკური მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარეს ნიკა მაჭუტაძე  სარეიტინგო კენჭისყრის საკითხი უნდა დაეყენებინა, თუმცა, ეკა ბესელიას განცხადებით, ეს რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის.

  „შეიძლება, ამას ჰქონდეს რაღაც სიმბოლური, ინდივიდუალური დატვირთვა და ვინმესთვის ჰქონდეს მნიშვნელობა, თუმცა ეს ვერ იქნება გადაწყვეტილების მიღების წესი. მე ვემხრობი საპარლამენტო რესპუბლიკის მტკიცე მოდელს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.