საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. რეგიონში ახალი გამოწვევები, შავ ზღვაში უსაფრთხოების განმტკიცება და ამ პროცესში საქართველოს ჩართულობის ფორმა იყო საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ლევან იზორიამ და გაბრიელ-ბენიამინ ლესმა ამ თვალსაზრისით თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები განიხილეს.
„ჩვენ საფუძვლიანად ვიმუშავეთ და ნატოს უკვე წარვუდგინეთ კონკრეტული წინადადებები, თუ რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების პრაქტიკულ ღონისძიებებში“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების გარდა ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის საკითხზე. ასევე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს და მასში რუმინელი წარმომადგენლის აქტიურ ჩართულობას.