სამართალი
დღეს, 18 იანვარს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი განახლდება.
გამსახურდიას ბრალი სისხლის სამართლის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული. მას ბრალად ედება პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ერთ-ერთი კონტროლიორისთვის ქრთამის მიცემა იმ მიზნით, რათა მისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ე. წ. ციხის საავადმყოფოში მომხდარ პატიმართა ცემის, წამების ფაქტებსა და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის განცხადებით, თავად განსასჯელი პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.