რედაქტორისგან
საქართველოში ილიას ჯერ კლავენ, შემდეგ კი წმინდანად რაცხავენ: არნო ხიდირბეგიშვილი - პატრიარქზე თავდასხმების შესახებ

   110 წლის წინ საქართველოში ილია ჭავჭავაძე (წმ. ილია მართალი) მოკლეს 

საქართველოში არავისთვის საიდუმლო არ გახლავთ, რომ ბოლო წლებში საპატრიარქოში არსებული ატმოსფერო შორს არის ღვთიური იდილიისაგან. წარუმატებელი აღმოჩნდა პატრიარქის მცდელობანი, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის ინტერესებში დაემალა შეურიგებელი დაპირისპირების არსებობა სამ ძირითად დაჯგუფებას შორის:

- ტრადიციული ქართული კანონიკური მართლმადიდებლობის მიმდევრები, რომლებიც მხარს უჭერენ ილია II-ს;

- ყოფილი ხელისუფლების ადეპტები, რომლებიც ლოცვა-კურთხევით მოიხსენიებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს და კეთილსინდისიერად ასრულებდნენ ქართული სპეცსამსახურების და „ნაცმოძრაობის“ დავალებებს;

- ლიბერალური, გლობალისტური, ეკუმენისტური ღირებულებების მატარებელი ერეტიკოსები, რომლებიც დასავლეთის შესაბამის ინსტიტუტებთან და სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობენ.

ბოლო ორი დაჯგუფება, გასაგები მიზეზების გამო, ილია II-ს მტრობს და რუსოფობიით არის შეპყრობილი, რაც მათ აერთიანებს.

შუღლი ზემოთ ჩამოთვლილ სამ დაჯგუფებას შორის, რომელთა სათავეში დგანან ეპისკოპოსები - მიტროპოლიტები - წმინდა სინოდის წევრები, მწვავდება ყოველთვის, როცა უარესდება პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის სიცოცხლის ხელყოფა რამდენჯერმე სცადეს (იშვიათად თუ  გაუმკლავდებოდა რომელიმე ადამიანის ორგანიზმი მოწამვლებს, რომლებსაც ილია II გაუძლო). ამიტომ იოლი იყო პატრიარქის დევნის მორიგი ტალღის განჭვრეტა მისი ამასწინანდელი ავადმყოფობის შემდეგ, რის გამოც 4 იანვარს მისი დაბადების 84 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გადაიდო, ხოლო 25 დეკემბერს მან საკუთარი აღსაყდრების 39 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიაზეც კი ვერ შეძლო დასწრება.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პედოფილიის პრიმიტიულად ფალსიფიცირებული ბრალდებით კათოლიკოს-პატრიარქს ჩამოაშორეს მისი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და ავტორიტეტული ეპისკოპოსი - ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე. და აი, 12 თებერვალს სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გვაუწყა (რომელამაც,  როგორც ყოველთვის, პირველმა მიიღო ცხელი ინფორმაცია ძალოვანი სტრუქტურების ჩინოსნებისაგან, რომლები „რუსთავი 2“-თან საიდუმლო თანამშრომლობას განაგრძობენ სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის და სამსახურებრივი საიდუმლოს გამჟღავნებისთვის არამართლზომიერი ჯილდოს მიღების იმედით) , რომ 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში დააპატიმრეს დეკანოზი გიორგი მამალაძე*.

მეორე დღეს, 13 თებერვალს „რუსთავი 2“-ის ინფორმაცია დაადასტურეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა, მინისტრებმა და  პარლამენტარებმა, რომლებმაც გვაცნობეს, რომ „სამათალდამცავი ორგანოების წყალობით თავიდან იქნა აცილებული დიდი უბედურება - ეკლესიაზე, ქართულ სახელმწიფოზე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე თავდასხმა“.

ძნელი წარმოსადგენია, რომ დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც 2012 წლიდან სამართლებრივი და ფიზიკური ძალადობის ფაქტები თითქმის არ დაუშვია, მეტიც - რომელმაც, უამრავი მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენელთა უმრავლესობა პასუხისგებაში არ მისცა, ამჯერად კანონსაწინააღმდეგოდ მოქცეულიყო. სავარაუდოდ, საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის დაპატიმრებული ხელმძღვანელის წინააღმდეგ, რომელიც პატრიარქის მოწამვლას ნატრიუმის ციანიდით აპირებდა, უნდა არსებობდეს უტყუარი სამხილები. აბა, დღევანდელი ხელისუფლება ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ მერაბიშვილს ხომ არ დაემსგავსება, რომელმაც 2005 წლის 3 თებერვალს დილაადრიან ტელეეკრანებიდან უაპელაციოდ განაცხადა, რომ „პრემიერი ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლისგან გარდაიცვალა, თუმცა ჟვანიას გვამი ჯერ არც კი გაციებულიყო?! (ამერიკელი კურატორების მიერ ახალი ხელისუფლებისათვის დაწესებული კოჰაბიტაციის რეჟიმის დარღვევის შიშით ჟვანიას მკვლელობის საქმე, მრავალი სხვა, პრაქტიკულად გახსნილი რეზონანსული დანაშაულის მსგავსად, დღემდე ფორმალურად თაროზე იმტვერება, მასში არსებული არაორაზროვანი სამხილების მიუხედავად.)

ან იქნებ არშემდგარი მკვლელი დეკანოზი მამალაძე - შემდგარი გმირია, რომელმაც გაბედა, ემხილა საშინელი კორუფციის ფაქტები, რომელშიც მაღალი წოდების ანაფორიანი ოლიგარქები არიან ჩაფლული? და ეს ფაქტები საგანგებოდ დააფიქსირა დოკუმენტურად - პატრიარქისადმი წერილებში, რაც მეუფეებმა არ აპატიეს? ან იქნებ მან საწამლავი თავისთვის შეიძინა - რათა მოვლენების არასასურველი განვითარების შემთხვევაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაემთავრებინა და ამგვარად ყველა ძაფი გაეწყვიტა - ხნიერი პატრიარქის სიმშვიდის გამო თავი გაეწირა? ანდა, როგორც ჭორაობენ, ის პატრიარქის რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლას აპირებდა, რომელსაც საპატრიქრქოში მთავარ უბედურებად თვლიდა?

დღესდღეობით ჯერჯერობით ყველაფერი ბუნდოვნად და არაბუნებრივად გამოიყურება... ნებისმიერ შემთხვევაში, ამ თემაზე სხვადასხვა ვარაუდი და ინსინუაციები არაკორექტული და კონტრპროდუქტიულია - სიტუაცია ყოველ წუთს იცვლება და გამოძიება, უეჭველად, უმოკლეს ვადაში დასრულდება. ყველა დამნაშავე, მათ შორის - დამკვეთები, თუკი ასეთები არსებობენ, კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს, ხოლო თუ დეკანოზი მამალაძე მართალი აღმოჩნდება და ზოგიერთი ღვთისმსახური მართლაც ჩაეფლო ფუფუნებასა და პოლიტიკურ ინტრიგებში, კორუფციასა და გარყვნილებაში, პასუხისმგებლობას ვერც ისინი გაექცევიან, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მოკალათებულ მათ მფარველებთან ერთად. ამჯერად ტალღა” მეტისმეტად მაღალი აღმოჩნდა, რომ უკვალოდ მიიქცეს უკან...

დღეს მხოლოდ ერთი უმთავრესი ფაქტის აღნიშვნა შეიძლება - რომ ერის მამის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის სიცოცხლეზე შესაძლო თავდასხმის თვით იდეაც კი, სამწუხაროდ, ცარიელ ადგილზე არ აღმოცენებულა! შესაბამისი ნიადაგი საქართველოში უკვე დიდი ხანია, მზადდებოდა ლიბერალური რუსოფობიური ძალების მიერ, როგორებიცაა: პრეზიდენტი სააკაშვილი, „ნაცმოძრაობის“ და რესპუბლიკური პარტიის ლიდერები, ლგბტ საზოგადოება და მსხვილი გრანტიჭამიები - არასამთავრობო ორგანიზაციები, სოროსი&კომპანიის „გამჭვირვალე“ და „ღია“ ფონდი - საზოგადოებები, ფსევდოუფლებადამცველი იურიდიული ასოციაციები, „თავისუფლების“ ინსტიტუტები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომელთა შორის ლიდერობდნენ „რუსთავი 2“ და მედიაჰოლდინგი „ტაბულა“, აგრეთვე - ქართული „წითელი“ ინტელიგენციის ნაშიერები, რომლებიც დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ჩასახლდნენ. ანუ ყველა, ვინც უკანასკნელ წლებში არაეთხელ დასხა თავს პატრიარქს - მისი მისამართით საჯარო ბინძურ ცილისწამებას და მუქარას არ წყვტდა! იშვიათად თუ ვისიმე გული გაუძლებს შეურაცხყოფის ასეთ ნიაღვარს...

აღმაშფოთებელია, რომ ბევრი ამ არასამთავრობოებიდან სახელმწიფოში დღესაც გეზის მიმცემია - ისინი საქართველოს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში უმაღლეს თანამდებობებზე არიან მოკალათებული! გაუგონარი ცინიზმია, როდესაც სააკაშვილის ტელეკომპანია “რუსთავი 2” და მისი არატრადიციული ორიენტაციის გენდირექტორ დღეს უცებ პატრიარქზე „გული შესტკივათ“ , გვარამიას განცხადებით, “როგორც ნებისმიერ რიგით მართლმადიდებლებ, როგორებიც ჩვენ ვართ” (?!).

და მაინც, რა არის ქართველ პატრიარქთან სასიკვდილო ბრძოლის მთავარი მიზეზი? რატომაა, რომ საქართველოში ილიას ჯერ კლავენ, მერე კი წმინდანად რაცხავენ?! 110 წლის წინ - 1907 წელს - საქართველოში ილია ჭავჭავაძე მოკლეს, რომელიც სიცოცხლეშივე აღიარეს ერის მამად, როგორც დღეს პატრიარქი ილია მეორე (შიოლაშვილი) არის აღიარებული, რომლის ხელშიც 30 წლის წინ - 1987 წელს - საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჭავჭავაძე წმინდა ილია მართლის სახელით წმინდანად შერაცხა.

ტახტისთვის ბრძოლა? მართლმადიდებელი ეკლესიის აურაცხელი ქონების განკარგვა თუ ბიზნესი პატრიარქიის “ქოლგისქვეშ”? თავი დავანებოთ მამალაძის წერილს - რომელ ეკლესიაში არ არის პრობლემები?! განა ილია მეორის მიერ აგებული ათასობით ტაძრიდან ბევრი დღეს კომბინატებად არ არის გადაქცეული, სადაც კედლებზე პრეისკურანტი კიდია - ნათლობის, ჯვრისწერის და წესის აგების ფასები? ! ყველაზე მომგებიანი ბიზნესი - ადამიანები ხომ გამუდმებით იბადებიან, ქორწინდებიან და კვდებიან...

მაგრამ არსებობს პატრიარქთან ბრძოლის უფრო გლობალური - პოლიტიკური მიზეზი. 2011 წლის 25 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიაქრქოში თავის რეზიდენციაში  “საქინფორმი” დალოცა.  უწმინდესმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ქართული საინფორმაციო სააგენტოს საიტზე არსებობს რუსული ვერსია და რუბრიკა “რელიგია”, რომელშიც ქართული ეკლესიის წინამძღვრის მოღვაწეობის გარდა მისი ქრისტესმიერი ძმის - სრულიად რუსეთის პატრიარქის, აგრეთვე ორი დის - რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების მსახურება შუქდება, და მითხრა:

“რაც შეეხება რელიგიასა და რუსეთს – ეს ცოტა ფაქიზი თემაა, ამას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა რაიმე არ გამოგვეპაროს და გავითვალისწინოთ, რომ ეკლესია დღეს, ფაქტობრივად, ერთადერთი ხიდია, რომელიც ჩვენ რუსეთთან გვაკავშირებს, ურთიერთობებს ეკლესიის მეშვეობით ვაწარმოებთ და ეს ხიდიც თუ ჩავტეხეთ, ძალიან რთული პროცესები დაიწყება...”.

“ამასთან დაკავშირებით  მშვიდად ბრძანდებოდეთ, თქვენო უწმინდესობავ! ხიდირბეგიშვილები ხიდებს აშენებენ, და არასოდეს ჩატეხავენ!”  - ვუპასუხე პატრიარქს, რომელსაც გულიანად გაეცინა.

ამგვარად: პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებელ საქართველოსა და რუსეთს შორის ხიდის განსახიერებაა, რომლის ჩანგრევაც ქართველი და რუსი ხალხების მტრებს სურთ!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 17 თებერვალი
საქართველო, თბილისი

*არ ვიცი, ჩინური კალენდრით რომელი წელი იყო 2017  წლის წინ, მაგრამ  მაშინაც განთიადზე მამლები ყიოდნენ... - ა. ხიდირბეგიშვილი