უცხოეთი
ვოლოდინის განცხადებით, ყირიმის თაობაზე ტრამპის პირდაპირ განცხადებას უნდა დაელოდონ

  საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინს აუცილებლად მიაჩნია თავად აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან ყირიმის შესახებ მისი პოზიციის მოსმენა, რადგან მისი პრესმდივნის გამონათქვამები შესაძლოა არასრულად გამოხატავდეს სახელმწიფოს მეთაურის თვალსაზრისს ამ კუთხით.

  „დაველოდოთ აშშ–ის პრეზიდენტის პირდაპირ განცხადებას. და საერთოდ, აუცილებელია ამოვიდეთ წინასაარჩევნო პროგრამის შესრულებიდან, – განუცხადა ვოლოდინმა „ინტერფაქსს“, – როცა ადამიანები ირჩევიან, მოქალაქეები მათ ლამაზი თვალების გამო კი არა, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებების, იმ პრობლემებისადმი მიდგომის გზების გამო ირჩევენ, რომლებიც რეალიზებული იქნება“, – დასძინა ვოლოდინმა.

  „აშშ–ის მცხოვრებლებმა ტრამპი იმიტომ აირჩიეს, რომ მან ისაუბრა კონფლიქტების შეწყვეტაზე სირიაში, ლიბანში, სიტუაციის დარეგულირების შესახებ ერაყთან, ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობაზე, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაზე. თუკი უარს იტყვის თავის წინასაარჩევნო ვალდებულებებზე – ამაზე პასუხი თვითონ უნდა გასცეს“, – აღნიშნა სახელმწიფო დუმის სპიკერმა.