უცხოეთი
საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. მსოფლიოში ყველაზე დიდი სტატისტიკური მონაცემების ბაზების მფლობელმა სააგენტო Numbeo-მ უსაფრთხოების თვალსაზრისით 125 ქვეყნის მონაცემები განიხილა და დანაშაულის დონის მაჩვენებლით ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ოცეულის სია გამოაქვეყნა. სააგენტოს მონაცემებით წელს საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეულში შევიდა და მე-6 ადგილი დაიკავა.
პირველად თავისი არსებობის ისტორიაში უსაფრთხო ქვეყნების ათეულში შევიდა კატარი, სინგაპური, კონგო, იაპონა, დანია და ბელორუსია.
ყველაზე კრიმინალურ ქვეყნებად კი Numbeo-მ ვენესუელა, ახალი გვინეა, გონდურასი, ავღანეთი, სალვადორი, ნიგერია, ბრაზილია, ტრინიდადი და ტობაგო დაასახელა.
ოცეულში შევიდა აზერბაიჯანიც, რომელმაც სააგენტოს კვლევაში მე-18 და სომხეთიც, რომელიც მე-19 ადგილზეა.