პოლიტიკა
სახალხო დამცველი რას გაახმოვანებს და რას არა, არავის ეკითხება - ნანუაშვილი “ციანიდის საქმეზე“ უმრავლესობას პასუხობს

  საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

  „დაცვის მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაიცვას კონკრეტული ბრალდებული, რადგან ჩვენ ვიხილეთ სიტუაცია, როდესაც მათ რეალურად ეს უფლება წართმეული აქვთ. ბრალდების მხარეს აქვს სრული უფლება, ისაუბროს საქმის დეტალებზე და დაცვის მხარეს ამის უფლება არ გააჩნია. ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაული,-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

  „სახალხო დამცველი რას გაახმოვანებს და რას არა, თუ აღმოაჩენს უფლებების დარღვევას, არავის არ ეკითხება. მე მაქვს საქართველოს კონსტიტუცია და კანონი სახალხო დამცველის შესახებ, რომელსაც ყოველდღე მივყვებით და ვცდილობთ, რომ ამ კანონის დამცველები ვიყოთ“, -განაცხადა ნანუაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას კრიტიკის პასუხად, რომლის თქმითაც, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველს საქმის მასალების შინაარსი არ უნდა გაესაჯაროვებინა.