პოლიტიკა
მმართველი გუნდი ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოს საქმიანობაში ჩარევის მცდელობას გამორიცხავს

  საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. მმართველი გუნდის წევრები გამორიცხავენ ხელისუფლების სურვილსა თუ მცდელობას, ჩაერიოს საპატრიარქოს საქმიანობაში და მასზე გავლენა მოახდინოს.

  “ჩვენი ეკლესია არ არის ის, რასაც რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ხშირად წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

  საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, პრემიერს უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაურღვევია, თუმცა ადასტურებენ, რომ გიორგი კვირიკაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე პირად კონტროლზე აქვს აყვანილი. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.

  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე ეკლესიაში მიმდინარე პროცესების საჯარო განხილვის წინააღმდეგია.

  „საჯარო განხილვები ეკლესიაში მიმდინარე პროცესების “რუსთავი 2”-ზე ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისთვის და არა როგორც პოლიტიკოსისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.