აქტუალური
საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ქართველმა სამართალდამცავებმა ბათუმის აეროპორტში ტერორიზმში, კრიმინალური ორგანიზაციის შექმნაში, დივერსიული თავდასხმების განხორციელებასა და საბრძოლო მასალის უკანონო ჩამორთმევაში ბრალდებული, ტაშკენტის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი აშშ-ის მოქალაქე ლ.კ. დააკავეს.
ლ.კ. დამნაშავედ არის ცნობილი უზბეკეთის რესპუბლიკის სსკ 97-2, 155-3 159-3, 242-2, 244 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.