უცხოეთი
კრემლმა უარყო, რომ რფ–ის ელჩი აშშ–ში ტრამპის თანაშემწესთან სანქციების საკითხს განიხილავდა

  საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. კრემლმა უარყო მედიის ინფორმაცია იმის შესახებ თითქოსდა რფ–ის ელჩი აშშ–ში სერგეი კისლიაკი ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე მის თანაშემწე მაიკლ ფლინთან ანტირუსული სანქციების საკითხს განიხილავდა.

  გადადგომამდე მაიკლ ფლინმა აღიარა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე იმის გამო, რომ მოვლენები სწარაფად ვითარდებოდა, უნებლიედ სატელეფონო საუბრისას რუსეთის ელჩს არასრული ინფორმაცია მიაწოდა.

  ფლინის გადადგომას, რუსეთის უკმაყოფილება მოჰყვა. რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორის ალექსეი პუშკოვის თქმით, შესაძლოა, ამ ფაქტმა სერიოზულად იმოქმედოს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე. ცოტა ხნით ადრე, Fox News წერდა, რომ მაიკლ ფლინმა ბოდიში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტსაც მოუხადა, ამერიკაში რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან ურთიერთობის გამო. ცნობილია, რომ გასული წლის დეკემბერს, ფლინი რუს დიპლომატს ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა. საქმე ის არის, რომ ფლინსა და კისლიაკს შორის ურთიერთობა, ტრამპის გაპრეზიდენტებამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. 29 დეკემბერს, როგორც კი ბარაქ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედების შესახებ გააკეთა განცხადება, ფლინსა და კასლიაკს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა.

  ბოლო ხანებში, ალექსეი კისლიაკის საუბრებიდან გამომდინარე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამერიკა რუსეთის სანქციების მიმართ შემწყნარებლური იყო, - მეტიც, ის ხშირად საუბრობდა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაძლო გაუქმებაზე, რასაც ამერიკული პრესა სწორედ ფლინთან საუბრებს უკავშირებს. კერძოდ, ის რუს დიპლომატს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ სანქციების გადახედვას ჰპირდებოდა, თუმცა, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრის პესკოვმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ფლინსა და კისლიაკს კონკრეტულად სანქციების გაუქმებაზე არ უსაუბრიათ.