საზოგადოება
თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალი აშენდება

  საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალი აშენდება. სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გუშინ გაფორმდა. მრავალპროფილური ჰოსპიტალი ასსაწოლიანი იქნება.

  კლინიკაში შესაძლებელია დიაგნოსტიკური, ქირურგიული და ონკოლოგიური კვლევების ჩატარება. სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტს ამერიკული მხარე განახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 45 მილიონი დოლარია და მისი მშენებლობა 2017 წელს დაიწყება.