სამართალი
შსს-მ ვაგზლის მოედანზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

  საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა .. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

  ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს თბილისში, ვაგზლის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გ.ს-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.