პოლიტიკა
აშშ-ის მრჩეველთა ჯგუფი ქართულ მხარეს ახალი საბრძოლო სასწავლო ცენტრის მშენებლობაში მხარდაჭერას უცხადებს

  საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი საბრძოლო საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაში მხარდაჭერას თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი (CUBIC) უცხადებს. სწორედ ეს საკითხი იყო განხილვის მთავარი თემა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის პრეზიდენტ ბრედ ფედმანს შორის გამართულ შეხვედრაზე.

  “აშშ-ის მრჩეველთა ჯგუფის ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოგვიცხადა იმ რეფორმების განხორციელების საქმეში, რომლებსაც უწყების ფარგლებში ვატარებთ. ჩვენ საჯაროდ უკვე მრავალჯერ განვაცხადეთ, რომ ვგეგმავთ მნიშვნელოვანი სასწავლო ცენტრის მშენებლობას. უკვე წელს ჩაეყრება მას საფუძველი. ლაპარაკია, ასევე, შესაბამისი აღჭურვილობის შეძენაზე“,  - განაცხადა ლევან იზორიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

  „შეხვედრაზე საბრძოლო საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბების საკითხი განვიხილეთ. ამჟამად ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 25 ქვეყანას უზრუნველვყოფთ აღჭურვილობით. ვგეგმავთ, ქართულ მხარესაც გადმოვცეთ აღჭურვილობა. ასე რომ, ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოსთან პარტნიორობას, რომელიც უკვე მრავალია წელია, გრძელდება“, - განაცხადა ბრედ ფელდმანმა.