საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. პრანკერები ვოვანი და ლექსუსი აშშ–ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრ მაქსიმ უოტერსს უკრაინის პრემიერ–მინისტრის ვლადიმერ გროისმანის სახელით გაეხუმრნენ. საუბფირს ვიდეო YouTube–ზე ორშაბათს, 13 თებერვალს გამოქვეყნდა.
საუბარი ეხებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. უოტერსის თქმით, მან ზუსტად არ იცის აშშ–ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმების შესახებ შეზუდვების მოხსნის თაობაზე, თუმცა მიაჩნია, რომ ის მზადაა, ამ საკითხში უკან დაიხიოს.
„გროისმანმა“ კი განუცხადა, უკრაინაში მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონმა და კიევმა რუსეთს ახალი შეზღუდვები უნდა დაუწესონ, რადგან ის ლიმპოპოს საშინაო საქმეებში ჩაერია – იქ რუსმა ჰაკერებმა არჩევნების პერიოდში შეტევა განახოირციელეს სერვერებზე. პრანკერის თქმით, ლიმპოპოს პრეზიდენტ აიბოლიტს უკრაინაში გადასახლება სურს, რადგან ეშინია, რომ „რამეს უზამენ“.
საუბრის დროს კონგრესვუმენი აქტიურად სვამდა დამაზუსტებელ კითხვებს. ამასთან, უოტერსმა განაცხადა, რომ არ იცოდა მომხდარის შესახებ და დაეთანხმა „გროისმანს“, რომ აშშ და უკრაინა ძლიერი უნდა იყონ, რათა რუსეთი შეაჩერონ.