საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ივლისში G20-ის სამიტის ფარგლებში შეიძლება გაიმართოს. სამიტი გერმანიაში ჩატარდება.
„პუტინის და ტრამპის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. მიმდინარე წლის ივლისში გერმანიაში „დიდი ოცეული“ გაიმართება, სადაც ასე თუ ისე, პრეზიდენტები შეხვდებიან ერთმანეთს“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის სანქციების შესაძლო გაუქმების შესახებ საუბარი არ ყოფილა. როგორც ორი დღის წინ კრემლში სლოვენიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ის მიესალმება ტრამპის წინადადებას ორმხრივი, რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით.