სამართალი
ვახტანგ გომელაური მაიკლ მაკმენს შეხვდა

  საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს პროგრამის ახლად დანიშნულ დირექტორს მაიკლ მაკმენს შეხვდა.

  შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და INL-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხზე და INL-ის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში სუს-ის წარმომადგენლების ჩართულობაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აქტიური მხარდაჭერით, INL-ის პროგრამის ფარგლებში, წლების მანძილზე ქართულ სამართალდამცავ სფეროში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარება დღესაც უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.