უცხოეთი
ჩრდილოეთ ოსეთში შვარცენეგერის მონაწილეობით კალოევის შესახებ ფილმი გააკრიტიკეს

  საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. ფილმი „შედეგები“ (Aftermath) არნოლდ შვარცენეგერის მონაწილეობით, რომელიც რუსი ვიტალი კალოევის ისტორიას ასახავს, შესაძლოა მისი ტრაგედიით სპეკულაციად იქცეს, – მიაჩნია ჩრდილოეთ ოსეთის კულტურის მინისტრის მოადგილე ჩერმენ დუდაევს. ამის შესახებ ტასი იუწყება.

  მისი თქმით, ფილმის შემქმნელებმა რუსის შესახებ სიუჟეტი არ შეათანხმეს. „საიდან უნდა იცოდნენ მათ, რა ტრიალებდა ვიტალი კალოევის სულში? ეს რომ გაიგო, ოსი უნდა იყო, ანდა ოსეთში დაიბადო. ფილმში შესაძლოა ფაქტები იქნეს დამახინჯებული“, – აღნიშნა დუდაევმა.