სამართალი
საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. სამართალდამცავებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს.
ბრალდებულმა საბაჟო-გამშვები პუნქტი სარფის გავლით საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, რა დროსაც თავისი ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, დეკლარირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოში გადმოიტანა.
დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.