საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"უკიდურესი უსამართლობა და სოციალური ჩაგვრა ხალხს ”ბარიკადებისკენ” უბიძგებს!!!
დღეს სახელმწიფოში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ქვეყნის ეკონომიკა მუშაობს იმათ კიდევ უფრო გამდიდრებაზე, ვინც უკვე ისედაც მაღლა დგას და მდიდარია, ხოლო ისედაც სუსტი და მცირერიცხოვანი საშუალო ფენა კიდევ უფრო სუსტდება და რაოდენობრივად მცირდება, ამის პირდაპირპროპორციულად, კატასტროფულად იზრდება ღარიბ-ღატაკთა, უმუშევართა და უსახლკაროთა რაოდენობა ...
მოკლედ ”შუა იკრიფება”, ერთმანეთის პირისპირ რჩებიან ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები...
თანაც ძალიან მდიდრები ამას ვერ ხვდებიან და ცდილობენ, კიდევ უფრო გამდიდრდნენ ღარიბების კიდევ უფრო გაღატაკების ხარჯზე...
კლასიკური მოცემულობაა რევოლუციისთვის...
ნაპერწკალია საჭირო და ერთ დღეში ”ბარიკადები” აღიმართება!!!
ფიქრობს ამაზე ვინმე?!", - წერს ბაღათურია.