პოლიტიკა
ხელშეკრულება "გაზპრომთან" - საია-მ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

  საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის ენერგოგიგანტთან მიღწეული შეთანხების გაცნობის მოთხოვნით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამჯერად უკვე სასამართლოს მიმართა.

  არასამთავრობო ორგანიზაცია “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვს. საია ენერგეტიკის სამინისტროსგან ხელშეკრულებაზე ხელმომწერების და იმ პირთა ვინაობის გასაჯაროებასაც ითხოვს, ვინც “გაზპრომთან” მოლაპარაკებაში იყო ჩართული.

  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიისგან პასუხი არ მიუღია.