პოლიტიკა
საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი საქართველოში, სავარაუდოდ, 29 მარტიდან ამოქმედდება, ხოლო უკრაინისთვის - 12 ივნისიდან. ამის შესახებ თავის ტვიტერის გვერდზე “Радіо Свобода”-ს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი იუწყება.
“ივარაუდება, რომ უვიზო რეჟიმი ძალაში შევა 29 მარტს საქართველოსთვის და 12 ივნისს - უკრაინისთვის”, - წერს ის.
მანამდე ევროპარლამენტმა, ევროკომისიამ და ევროპის საბჭომ უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მისანიჭებლად სამმხრივი მოლაპარაკების გამართვის თარიღი განსაზღვრეს. რაც შეეხება საქართველოს, ევროპარლამენტმა მისთვის ვიზების ლიბერალიზაციის მინიჭება უკვე მოიწონა, ახლა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.