უცხოეთი
საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. ყირიმელი თათრების საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ «Къырым бирлиги» გაეროს მოუწოდა ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილად აღიაროს და დასავლეთის სანქციები მოხსნას. მიმართვაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ უკრაინაში “ამ წლების მანძილზე არცერთი კანონი არ ყოფილა მიღებული, რომელიც ყირიმელი თათრების სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებების აღსადგენად იქნებოდა მიმართული”.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალი “არ ადგენს არც ერთ ამკრძალავ წესს, რომელიც სეცესიის საკითხს ეხება”. ამიტომ, ყირიმელი თათრების წარმომადგენლები გაეროს გენერალურ ასამბლეას სთხოვენ, “აღიაროს ყირიმის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და მათი რუსეთისადმი თავისუფალი მიერთება”.