პოლიტიკა
საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რეგიონებში მთავრობის მიერ დასახული ამბიციური გეგმების განხორციელებაში სახელმწიფო რწმუნებულების ჩართულობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი საკითხების ოპერატიულად გადაჭრის პროცესში ეფექტიან და შედეგზე ორიენტირებულ კოორდინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებს, რომელთა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პრემიერმა გუბერნატორებს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.
რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრას მთავრობის ეკონომიკური გუნდი დაესწრო.