პოლიტიკა
საქინფორმი მხარს უჭერს მაღლაფერიძის რეფორმას საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასარჩენად და სოროსისა&სააკაშვილის ადეპტებისაგან მის გასაწმენდად!

   საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. თავისი მმართველობის მე-6 წელს ივანიშვილის "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, როგორც იქნა, დაიწყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა, რასაც მთელი ეს წლები ემუდარებოდა ქართველი ხალხი და საქინფორმი. საზოგადოებრივ მაუწყებლს (ორ ტელეარხს - პირველ და მეორე, და ორ რადიოს) ქართველი ხალხი ინახავს - ნულოვანი რეიტინგის მქონე ტელევიზია უჭირველად არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და არ ზრუნავს მოთხოვნადობასა თუ კონკურენციაზე, ამიტომაც უკვე დიდი ხანია,  გადაიქცა დაბალი ხარისხის "რუსთავი 2-ად, "ნაცმოძრაობის" და სააკაშვილის ადეპტების, ვინმე ქორიძის, ტაბლიაშვილის და მისთანათა  დემაგოგების და რუსოფობების დილეტანტთა სადისკუსიო კლუბად სოროსის მიერ „ბორდში“ ჩანერგილი არასამთავრობოების პატრონაჟით (რომელსაც ქართველმა ხალხმა ენამახვილურად შეარქვა „ბორდელი“), მეორე ათეული წელია, განხეთქილებას რომ თესავენ სამოქალაქო საზოგადოებაში.

  2017 წლის 6 თებერვალს, ამავე წლის დასაწყისში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად 6 წლით არჩეულმა ქართველმა პუბლიცისტმა, ჟურნალისტმა, ყოფილმა პარლამენტარმა "მოქალაქეთა კავშირიდან", მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა და აწ განსვენებული პრემიერის ზურაბ ჟვანიას უახლოესმა თანამოსაგრემ ვასილ (ვასიკო) მაღლაფერიძემ პრესკონფერენციაზე წარადგინა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და რეორგანიზაციის სამწლიანი გეგმა - "საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა 2017-2019 წლებში", რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილ მუქთამჭამელებსა და პროვოკატორებს შორის ბორდელში გაჩენილი ხანძრის ეფექტი ჰქონდა!

  იხილეთ მაღლაფერიძის პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერი (ის მანამდე, 2014-2016 წლებში ტელეარხ GDS-ზე პროგრამა "2030"-ის გენერალურ დირექტორად, აგრეთვე "მე-9 არხის" დირექტორის მოადგილედ მუშაობდა) - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ:

  1) აუცილებელია, ერთი წლით შეჩერდეს ყველა ტელეგადაცემა (ასეთი დაახლოებით 102 აღმოჩნდა), საინფორმაციო გამოშვება "მოამბის" გარდა;

  2) გამოთავისუფლებული 15 მილიონი ლარი (დაახლოებით 5,5 მილიონი დოლარი) მიმართული იქნეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური გადაიარაღებისათვის, რადგან ის ძველისძველი, ფეთქებადსაშიში აპარატურით მუშაობს ხანძარსაშიშ პირობებში და ავარიულ შენობაში, რომელიც შესაძლოა, ნებისმიერ წუთს ჩამოინგრეს;

  3) 45 მილიონი ლარი (დაახლოებით 16,7 მილიონი დოლარი) უნდა დაიხარჯოს უნიკალური არქივის (რომელიც მოძველებულ, ნახევარი საუკუნის წინანდელ ფორმატშია ჩაწერილი და ყოველდღიურად იღუპება) ციფრულ ფორმატში გადასაყვანად. აგრეთვე 9 რეგიონული ოფისის გასახსნელად (საქართველოს ერთადერთ სახელმწიფო ტელევიზიას, თურმე, არცერთი ოფისი არ ჰქონია!)

  მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლს მხოლოდ 39 მილიონი ლარი აქვს (დაახლოებით 14,5 მილიონი დოლარი) და ზემოთ აღნიშნული ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ 15 მილიონ ლარსაც (დაახლოებით 5,5 მილიონი დოლარს) თუ მიიღებს, ყველა ამოცანა თავისუფლად გადაიჭრება, მათ შორის - უკვე შერჩეული ტერიტორიის ყიდვა და იქ ახალი შენობის აშენება.

  მაგრამ ყველაზე დიდი ისტერიკა კორუფციის შესახებ მაღლაფერიძის განცხადებამ გამოიწვია: "ჩვენი ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული განვითარებაზე. დაარსების დღიდან ანუ 2006 წლიდან არხმა 410 მილიონის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები მიიღო, აქედან მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისათვის სულ 5% დაიხარჯა. და ეს სქემა არა მხოლოდ ყოფილი ხელისუფლებების დროს მუშაობდა: 2016 წელს 40-მილიონიანი ბიუჯეტის პირობებში ტექნიკურ გადაიარაღებაზე მხოლოდ 3% იქნა გამოყოფილი, 60% კი ხელფასებსა და მივლინებებზე დაიხარჯა. შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვქონდა კარგად ორგანიზებულ «კარმუშკასთან“, რომელზეც არაერთი ადამიანი ითბობდა ხელს. ახლა კი ეს ადამიანები, მხილების შიშით, ყველაზე ხმამაღლა იყვირებენ!"