უცხოეთი
საქინფორმი გლოვობს – კიეველმა ლაჩრებმა ბატალიონ „სომალის“ მეთაური, პოლკოვნიკი „გივი“ მოკლეს

  საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 7 საათსა და 12 წუთზე თბილისის დროით, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ბატალიონ „სომალის“ მეთაური, მთელი მსოფლიოსთვის „გივის“ სახელით ცნობილი პოლკოვნიკი მიხეილ ტოლსტიხი, მზაკვრული ტერაქტის შედეგად დაიღუპა – აფეთქებული იქნა თავისივე ბატალიონის შტაბში, საკუთარ კაბინეტში კიეველი ლაჩრების – ამაზრზენი ნეონაცისტი ბანდერელების მიერ, რომლებსაც მხოლოდ მცირეწლოვან ბავშვებთან და უიარაღო ქალებთან ბრძოლის უნარი შესწევთ.

  მიხეილ ტოლსტიხი 1980 წლის 19 ივლისს ილოვაისკში დაიბადა. მეტსახელი გივი უკრაინის არმიაში სამსახურისას ბაბუის საპატივცემულოდ დაირქვა. უკრაინაში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ტოლსტიხი ქვეყნის აღმოსავლეთი რეგიონების თვითგამორკვევისთვის მებრძოლი მოძრაობის ერთ–ერთ აქტივისტად იქცა. თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ უკრაინის ჯარების მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მან მეთაურის წოდება მიიღო და სლავიანსკისა და ილოვაისკისთვის, ასევე დონეცკის აეროპორტისთვის მიმდინარე ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა.

  საქართველოში გივის გარდაცვალებას გლოვობენ და მას ნამდვილ ქართველად მიიჩნევენ. ქართული საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი ღრმა თანაგრძნობას უცხადებს გმირის ოკახსა და მის თანამებრძოლებს, რომლებიც ასგზის შურს იძებენ თავისი მეთაურის მოკვლისათვის. გლოვის ამ უმძიმეს დღეებში ჩვენ თქვნეთან ვართ, მეგობრებო! სამწუხაროდ, არ შეგვიძლია მხარი დაგიჭიროთ იარაღით, თუმცა მხარს გიჭერდით და დაგიჭერთ კალმით...

 საქინფორმის ჟურნალისტური კოლექტივის სახელით –
მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი