საზოგადოება
მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს ბიუჯეტიდან მილიონი ლარი კანონის სრული დაცვით გადაეცა - ნარმანია

  საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. დავით ნარმანიას განცხადებით, “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნატა ნაზღაიძის ოჯახს ბიუჯეტიდან მილიონი ლარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ, კანონის სრული დაცვით გადაეცა.

  „თუ ვინმეს რამეში ეჭვი ეპარება, ყველა დოკუმენტაცია ღიაა. საგამოძიებო ორგანოები ისედაც ინტერესდებიან, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიმართვის გარეშეც. რაიმე პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ კანონმდებლობის და წესების ყველა ნორმა არის დაცული“, - განაცხადა თბილისის მერმა.