საზოგადოება
ივანიშვილის ფარული ჩანაწერები და ბრალდებები ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ

  საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. ოპოზიციაში ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს აფასებენ, რომელთა თანახმად ის ბიძინა ივანიშვილის ფარული ჩანაწერების სანაცვლოდ რამდენიმე მილიონს ითხოვდა.

  „მე არ გამიკვირდება ნამდვილად, რომ ასეთი ადამიანები შანტაჟს მიმართავდნენ, ვიცით, კონკრეტულად რა ადამიანებზეა საუბარი და ვიცით როგორც წარსული, ისე რა პირობებში მუშაობდა და რას აკეთებდა ბატონი ნაცვლიშვილი თავის თანამდებობაზე ყოფნისას“, - განაცხადა “მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ.

  “ნაციონალურ მოძრაობაში” კი აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ფარული ჩანაწერები პოლიტიკური ბრძოლის იარაღია, რომელსაც ის მუდმივად იყენებს.

  უმრავლესობაში აღნიშნულ ბრალდებებზე მოკლე კომენტარს აკეთებენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამ ბრალდებებს „ფანტასტიკის სფეროს“ უწოდებს.