სამართალი
ავარიას 3 ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა

avariaავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-ზუგდიდის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოხდა და მას 3 ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთმანეთს „ჯიპი“ და 2 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა უმძიმესია. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

ავარიის მიზეზებს საპატრულო პოლიცია იძიებს.