ინციდენტი მოხდა გვიან ღამით თბილისში, რესტორან „თუ საიდში“. სტუმრებს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. თვითმხილველების განცხადებით, ერთ–ერთ მაგიდასთან მჯდომმა პირმა მოულოდნელად მეორე მაგიდის წევრს თავში სკამი დაარტყა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მაგიდასთან, საიდანაც კონფლიქტი წარმოიშვა, პარტია
„ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია იჯდა.
ალასანიას პრესსამსახურის განცხადებით, პოლიტიკოსი ინციდენტის დროს „თუ საიდში“ უკვე აღარ იმყოფებოდა. დაზარალდა შოთა ქვაჩაკიძე, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შესაბამისი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ის სახლში გუშინვე გაწერეს და მკურნალობას ბინაზე განაგრძობს.