საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. მანანა კობახიძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მისი, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის არჩევისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 11 წევრის მხარდაჭერა მიიღო.
კომიტეტის სხდომაზე დებატები “რუსთავი 2”-ის საქმითა და ამ საქმეზე მანანა კობახიძის პოზიციის შეფასებებით გაგრძელდა.
მოსამართლეობის კანდიდატი არ მალავს, რომ შენიშვნები აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ტელეკომპანიის საქმეზე შეჩერების მექანიზმს უკავშირდებოდა.
მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას “ნაციონალური მოძრაობა” მიუღებლად მიიჩნევს.
მანანა კობახიძის კანდიდატურაზე მსჯელობა და დებატები პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. მხარდაჭერის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, უმრავლესობა კობახიძის კანდიდატურას კვირის ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცებს.