პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი შეხვედრები გამართა

  საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილ აშშ–ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

  6 თებერვალს შეხვედრები შედგა წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარესთან, რესპუბლიკელ კონგრესმენ ტედ პოსთან და თანათავმჯდომარესთან, დემოკრატ კონგრესმენ ჯერი კონოლისთან.

  შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ამერიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობა. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა კონგრესმენებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმების და ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

  კონგრესმენებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი და ქართულ მხარეს აშშ-ის კონგრესის მხრიდან ურყევი მხარდაჭერა აღუთქვეს.