აქტუალური
„მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ მსხვილი კომპანიებისთვის 5 და 10 ათასი ლარის გადახდა სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა წვრილი საწარმოებისთვის ეს თანხა დიდი ტვირთია. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის - ლევან კალანდაძის განცხადებით, ასეთი მომსახურება შემოსავლების სამსახურის მხრიდან საერთოდ უფასო უნდა იყოს. მისი თქმით, დღეს ეს სერვისი ფუფუნების საგანია და, თუ ფასი დაიკლებს, მეტი შედეგი ექნება.