უცხოეთი
საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. თეთრმა სახლმა უარი განაცხადა იდეაზე, აღადგინოს ცე–რე–უს საიდუმლო ციხეები, რომლებიც ცნობილია პატიმართა წამებით, –წერს ნიუ იორკ თაიმსი. კანონპროექტი გუანტანამოს ციხის გამოყენების შესახებ გააკრიტიკეს კონგრესმენებმაც და კაბინეტის წევრებმაც. შედეგად შეიქმნა დოკუმენტის მეორე ვარიანტი, სადაც საიდუმლო ციხეები აღარ მოიხსენიება.
გაზეთი აღნიშნავს, რომ კანონის პროექტში შემორჩა გარკვეული მომენტები, რომლებიც მიანიშნებს, რომ აშშ–ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გუანტანამოს გამოყენებას გაცილებით უფრო სერიოზული მიზნებისთვის აპირებს.