საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. რუსთავში შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დროებითი მოთავსების განახლებული იზოლატორი გაიხსნა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი უშანგი პაპუაშვილი და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.
განახლებული იზოლატორი, რომლის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად შეესაბამება თანამედროვე, დასავლურ სტანდარტებს. განახლებული ორსართულიანი შენობა აღჭურვილია ახალი ტექნიკით, ავეჯითა და ინვენტარით. სამედიცინო პუნქტში მუდმივად იმყოფება მედიცინის მუშაკი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, იზოლატორში მოთავსებულ პირებს კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.