პოლიტიკა
თბილისში ახალი სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნა

  საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. კომპანია „მატერიამ“ თბილისში ევროპული სტანდარტების, თანამედროვე ფაბრიკა ააშენა, სადაც ამ ეტაპზე 250-მდე ადამიანია დასაქმებული და მომავალში ეს ციფრი საგრძნობლად გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

  ფაბრიკა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

  „მნიშვნელოვანია, რომ აქ არის წარმოდგენილი წარმოების სრული ციკლი - იდეიდან, მოდელირებიდან  საბოლოო პროდუქტამდე. საკმაოდ დივერსიფიცირებული ბიზნესი აქვთ. ამ კომპანიისთვის ექსპორტზე წვდომა პრობლემას არ წარმოადგენს. ბრენდულ მაღაზიებს ხსნიან, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

  „ჩვენი მხრიდან სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოშიინსტრუმენტებით დავეხმარებით მსგავს წარმოებებს და ამ კონკრეტულ წარმოებას. მსუბუქი მრეწველობა ის სექტორია, სადაც ჩვენ სერიოზული ზრდის პოტენციალი გვაქვს, - დასძინა მინისტრმა.

  „მატერია“ ქართული ჯარისთვის, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციისთვის, მერიის დასუფთავების სამსახურისთვის, „საქართველოს ფოსტისთვის“, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის ფორმებს კერავს.