პოლიტიკა
აშშ-მა, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააუქმოს, თუ ისინი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ითანამშრომლებენ

    საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. “რუსეთის მიმართ სანქციების რეჟიმის  შეცვლის საკითხი მომავალ თვეებში გადაწყდება. აშშ ამაზე, შესაძლოა, გარკვეული პირობებით წავიდეს”, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა ტელეკომპანია ABC-თან ინტერვიუში.

   “ამ შეკითხვას პასუხი მომდევნო თვეებში უნდა გაეცეს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, დავინახავთ თუ არა რუსეთის პოზიციებში ცვლილებებს, და საერთო ინტერესების საფუძველზე ურთიერთქმედების მოგვარების შესაძლებლობას”, - განაცხადა პენსმა და დასძინა, რომ საერთო ინტერესად შეიძლება იქცეს ბრძოლა ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან”.

   მან აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ისლამური ტერორიზმთან დაპირისპირებაში, “და თუ ერთმანეთთან მუშაობის საშუალება გაგვიჩნდება, მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ურთიერთობის ხელახლა დაწყების შესაძლებლობას გამონახავს”, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.