პუბლიკაციები
რუსეთში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

  დღეს რუსეთი წარმოადგენს ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემით, რომელიც გახსნილია ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ის, ვინც ირჩევს რუსეთს განათლების მისაღებად აკეთებს წარმატებულ და სწორ არჩევანს. რუსეთის დიპლომი აღიარებულია ნებისმიერ ქვეყანაში.

  აბიტურიენტს აქვს საშუალება აირჩიოს 500 უნივერსიტეტიდან ნებისმიერი, ქვეყნის 80 ქალაქში, რომლებიც სთავაზობენ 659 პროგრამასა და მიმართულებას. რაც ყველაზე მთავარიასაქართველოს მოქალაქეებს, პირებს მოქალაქეობის გარეშე და თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, აქვთ საშუალება მიიღონ უფასო განათლება, რომელიც იქნება დაფინანსებული რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტიდან, კონკურსის შედეგების საფუძველზე.

  პირველ რიგში საჭიროა ფედერალური სააგენტო როსსოტრუდნიჩესტვო-ს საიტზე www.russia.study. სტუდყ რეგისტრაციის გავლა. უნდა შეივსოს ანკეტა რომელშიც მითითებული იქნება პირადი მონაცემები, ინფორმაცია განათლებასა და მიღწევების შესახებ, სწავლის სასურველი მიმაღთულება და მიზეზები, თუ რატომ სურს აბიტურიენტს რუსეთში სწავლა და მიმაგრებული პასპორტის სკანი. ამ მომენტიდან აბიტურიენტს ენიჭება პრეტენდენტის სტატუსი საკონკურსო შერჩევაში მონაწილეობისათვის.

  რეგისტრაცია უნდა ჩატარდეს 2017 წლის 20 თებერვლამდე. ამის შემდეგ მონაწილე მიწვეული იქნება შესარჩევ გამოცდაზე და დადგენილ დღეს (გასაუბრების დღეს და თარიღს კანდიდატებს შეატყობინებენ ინდივიდუალურად) ჩატარდება გასაუბრება შვეიცარიის საეჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაში მისამართზე .თბილისი ჭავჭავაძის .№53. თუ კანდიდატმა წარმატებით გაიარა შესარჩევი გამოცდა, შესაბამისად კვოტების, რომლებშიც მითითებულია კონკრეტული სპეციალობები, მან უნდა გააფორმოს კანდიდატის დოსიე სისტემაში russia.study წარადგინოს დამატებითი დოკუმენტები და გადააგზავნოს შესამოწმებლად.

  ანკეტის შევსების დროს ყურადღებით შეავსეთ გათვალისწინებული ველები. არასწორად შევსებული ანკეტები დაბრუნებული იქნება დასამუშავებლად. და რაც ყველაზე მთავარიაერიდეთ პირებს, რომლებიც გთავაზობენ დახმარებას რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებაში მატერიალური ანაზღაურების ნაცვლად. ეს პიროვნებები არიან თაღლითები! დაიმახსოვრეთ: რეგისტრაციის პროცედურა და განაცხადების განხილვა არის უფასო, და კანდიდატთა ანკეტების და სხვა მასალების გადაცემა  სხვა ორგანიზაციების, კერძო პირების და ინტერნეტ-რესურსებისათვის არ მოითხოვება.

  ნებისმიერი ცნობებისა და კონსულტაციებისათვის ანკეტების შევსების და დაბეჭდილი დოკუმენტების ჩაბარების საკითხებზე თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ შვეიცარიის საეჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციას ტელეფონზე (+99532) 291 26 45 ან ელექტრონულ მისამართზე interests.section@mid.ru

 

საქართველოში შვეიცარიის საეჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია