უცხოეთი
„ჩვენ, ხალხი“ – ჩურკინმა ამერიკელ კოლეგას აშშ–ის კონსტიტუციიდან ციტატით უპასუხა

  საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. გაეროში რფ–ის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა, თავისი ამერიკელი კოლეგა ნიკი ჰეილის ანტირუსული სანქციების გაუქმების პირობებთან დაკავშირებული განცხადების კომენტირებისას, ამერიკის კონსტიტუციის ციტირება მოახდინა.

  „არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ აშშ–ის კონსტიტუციაში გაჟღერდა ასეთი შესანიშნავი ისტორიული სიტყვები: „ჩვენ, ხალხი“. ყირიმელმა ხალხმა სრულებით ნათლად გამოხატა თავისი ნება რეფერენდუმზე“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

  შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ახალი ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის გამწვავებას რუსეთს აბრალებს.

  „ჩვენ მართლაც გვინდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი საშინელი სიტუაცია მოითხოვს რუსეთის ქმედებების მკაფიო და მკაცრ კრიტიკას“, - თქვა ნიკი ჰეილიმ, რომელიც ამ თანამდებობაზე 25 იანვარს დაინიშნა.

  ჰეილიმ ანტირუსული სანქციების გაუქმების პირობაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ სანქციები მანამდე არ გაუქმდება, სანამ რუსეთი ყირიმზე კონტროლს უკრაინას არ დაუბრუნებს