უცხოეთი
ენგურჰესზე წყლის დონე დღეში ორი მეტრით ეცემა

  საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ „ჩერნომორენერგოს“ გენდირექტორმა ასლან ბასარიამ 31 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  ასლან ბასარიამ აფხაზეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა: რომ "წყლის დონის აღდგენისთვის ჰესის თანდათობითი გამორთვა საკმარისი არ არის. „ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიდეთ, ეკონომია 2-2,5-ჯერ უნდა გავზარდოთ, რის უფლებასაც თავს ვერ მივცემთ." მისი თქმით, ამ ეტაპზე რუსული ელექტრონერგიის მიწოდების თაობაზე მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარეობს.