პოლიტიკა
როგორც საქინფორმს ქვემო ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა მამარდაშვილმა განუმარტა, რუსთავის უკვე ყოფილმა მერმა მამუკა ჩიქოვანმა გუბერნატორ დავით კირკიტაძისგან მისი პირველი მოადგილის პოსტის დაკავების შეთავაზება მიიღო, რასაც ის დასთანხმდა და, შესაბამისად, დღის წესრიგში რუსთავის საკრებულოში ქალაქის ახალი მერის არჩევის საკითხი დადგა.
აღნიშნულ თანამდებობაზე რუსთავის საკრებულოს 25-ვე წევრმა ზაქარია დარჩიაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი, რომელიც ბოლო 6 წლის განმავლობაში სწორედ ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობდა.რატომ დადგა დღის წესრიგში დარჩიაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, გუბერნატორის პრესსამსახურისთვის უცნობია.