საზოგადოება
გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატები ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ

  საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს დეპუტატები ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

  კონცერტი სახელწოდებით „ევროპისკენ“ თბილისის მერიის ბიგ-ბენდის მონაწილეობით აღმაშენებლის გამზირზე გაიმართა.

  შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც გადაწყვეტილება საკანონმდებლო ჟურნალში უნდა გამოქვეყნდეს. საქართველოსთან უვიზო რეჟიმი საკანონდებლო ჟურნალში გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს ამოქმედდება.

  ღონისძიებას ცენტრალური ხელისუფლების და თბილისის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.