სამართალი
საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი დირექტორი - ნიკა გელაშვილი წარუდგინა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თანამდებობას კარგად გაართმევთ თავს და საზოგადოებას ბევრ სიახლეს შესთავაზებთ. 2017 წელი მომსახურების სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი წელი იქნება. წელს ამოქმედდება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქში გატანის პროექტი, რომელიც ძალიან ფრთხილ მიდგომას და დიდ შრომას მოითხოვს. მე, ჩემი მხრივ, სრულ მხარდაჭერას აღგითქვამთ“, - მიმართა ნიკა გელაშვილს გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრმა მომსახურების სააგენტოს ყოფილ დირექტორს, სასაზღვრო პოლიციის უფროს დათო ნიკოლეიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.