სამართალი
საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები (2016 წელი, იანვარი)

  საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

  2017 წლის იანვრის თვე 387 070 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 19.8 %-ით მეტია.

  ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

  ა) ტურისტი - 154 083 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 32,4%);

  ბ) ტრანზიტი - 65 333 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 16,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 34,8%);

  გ) სხვა - 167 654 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 5,9%).

  2017 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+7,1%), თურქეთიდან (-0,8%), სომხეთიდან (+31,4%), რუსეთიდან (+40,3%), უკრაინიდან (+28,2%) და ირანიდან (+616,7%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 8%-იანი ზრდა.