აქტუალური
საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად – გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა.
კახა სამხარაძე 2014-2015 წლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე იყო. სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი/ბაქო-თბილისი-ერზრუმის ნავთობისა და გაზის მილსადენების მშენებლობის პროექტში, ასევე იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი. შიდა ქართლის ახალ გუბერნატორს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.
კახა სამხარაძემ იოსებ ოქრომელიძე შეცვალა, რომელიც აქამდე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა.