საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. გაზეთ "Українська революція" რედაქცია აგრძელებს ონლაინ–პუბლიკაციებს სკანდალური უკრაინელი პოლიტიკოსების გამოსააშკარავებლად. ჩვენი გამოცემის მორიგ გმირებად კვლავ მოძრაობის – „Рух нових сил“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრე, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე იქცნენ. შეგახსენებთ, რომ წინა გამოცემებში საუბარი ეხებოდა იარაღის შესყიდვასა და მოღალატე ჟურნალისტების მოსყიდვას. ამჯერად ჩვენთვის ცნობილმა „გასტროლიორთა“ ჯგუფმა უზენაესი სასამართლოს წევრთა მოსყიდვა განიზრახა. გთავაზობთ სკანდალურ მიმოწერას.
სააკაშვილი: რას შვები? ხედავ ეს გივი რაებს ცირკაჩობს?
საყვარელიძე: ხო ნუ სამარცხვინო კაცია. ვითომ ეხლა თავისი მესიჯები წყვეტდეს, ალაგებდეს თემას
სააკაშვილი: არა მაგ ინტრიგების თავიც სადღა აქვს მაგ ლოთს, ვინ დაიჯერებს ეხლა, რომ მესიჯებით ლუცენკოსთან ეგ არეგულირებს რამეს. მაგარი სასაცილოა
საყვარელიძე: არა ეგ გასაგებია, თუმცა რასაც მე ვწვავლობ დავრბივარ და ვის აღარ ველაპარაკები, ეგენი რომ ვაფეისბუქო, შეიძლება გმირად გამომაცხადონ, მაგრამ ეხლა მაგ ფარჩაკის დონეზე ხომ არ დავალ.მთავარია ჩვენი ბიჭები ყველაფერს ხედავენ, ვინ და როგორ უდგას გვერდით
სააკაშვილი: კი ეგრეა, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, კაი ეგ ლოთი იქით იყოს და რამე გაქვს სიახლე ?
საყვარელიძე: კი პროკურატურაში ჩემებსაც ველაპარაკე და მაგრად მაიმედებენ.ზევიდანაც კარგი განწყობააო.
სააკაშვილი: კარგია.მეც ველაპარაკე ვიღაცეებს.პიარის კუთხით მაქსიმალურად უნდა გავაქტიურდეთ, რომ გივის არ მიეწეროს ეს ყველაფერი. მემგონი ვერ გაბედავენ და გამოუშვებენ ამიტომ შენც უნდა გამოჩნდე ხშირად, რომ ჩვენ მივიწეროთ ბოლომდე ცერცვაძეს გამოშვება. ისე ეს თემა მაგარი აწია გვარამიამ და კიდევ დაგვეხმარება.
საყვარელიძე: კი და თანდათანობით მაგრად ხურდება. იმენნა გაფარჩაკდნენ.ხმას ვეღარ იღებენ და რაღაც გაუგებარ განცხადებებს აკეთებენ.მაგრად აეწვათ
სააკაშვილი: აბა რა ეგონათ.ჯერ კიდევ სად არიან. ბოლომდე უნდა შევუსრულოთ. სხვა ხდება რამე?
საყვარელიძე: ბიჭები ჩამოვიდნენ თბილისიდან.მოკლედ იმ ალავიძეს და ქათამაძეს გაეგზავნათ ამანათები და ჩაიბარეს, იქ როგორც ვთქვით, დავუდასტურეთ, რომ თქვენ ხართ ჩვენი იმედი, მომავალი გარანტირებული გაქვთ ყველანაირად ასეც და ისეც, კარიერულად ერთი მინისტრად, მეორე თავმჯდომარედ და რაღაც განსაკუთრებული კი არგევალებათ მოკლედ თემა უნდა ააფეთქოთ-თქო. ზეწოლის,თვალთვალის, დატერორების და დაშინების რეჟიმში გვამნყოფებენ და აღარ ავიტანთ ამასთქო. ოდნავ გაახმოვანეთ და ან თუნდაც გარეთ გამოაჟონინეთ მაგ ინფორმაციას და დანარჩენს გვარამია მიხედავსთქო.მაგათი ამბავი ზოგადადაც ხომ ხედავთ წასულია თქო.თან გმირები და ხელშეუხებლებიც გამოხვალთთქო.მერე ტელეფონითაც მივანიშნე, რომ ჩვენ ვართ რომ არ შეშინებულიყვნენ.
სააკაშვილი: ანუ იმედი გვაქვს ? საყვარელიძე: დარწმუნებული ვარ. გვარამიასაც ყველანაირად ეიმედება და თავისი ხაზით კონტაქტზეა.რაც მთავარია, ორივენი ამ უნიათოების მთავრობას ვერ იტანენ და ჩვენი მომხრეები არიან. უყურებენ ჩამოეშალათ თავზე სასამართლოც და ისედაც ანგრევენ ქვეყანას
სააკაშვილი: და საბოლოოდ როდის აპირებენ განხილვას ?
საყვარელიძე: არ ვიცი, თუმცა როცა არ უნდა იყოს ესენი ბოლომდე მიაწვებიან და იტყვიან, რომ სრული სისულელეა და უნდა გაუქმდეს
სააკაშვილი: იტყვიან კი?
საყვარელიძე: კი.უეჭველი.მაგათ ცოტა ტელევიზიებთან გამოსვლა უჭირთ საჯაროდ თემების გასკანდალურებას ერიდებიან, თორე მაგაში რომ გასაუქმებელია, ბოლომდე მიაწვებიან
სააკაშვილი: და სხვა მოსამართლეები ? ხომ ბევრნი არიან და როგორ იქნება ?
საყვარელიძე: ჯერ შემადგენლობაც არ დასახელებულა.როგორც კი დაასახელებენ იმათაც წავემუშავებით, ვისთანაც აზრი აქვს.ვისთანაც არა და ვინც დაგვაპაშოლებს, უნდა გავაშაოთ ბოლომდე. პიარს გვარამია მიხედავ და გააფორმებს.ეგენი ხომ იცი კიდევ ღამურებივით არიან ოღონდ საჯაროდ არგამოაჭენო და მიკროფონი არ დაანახო, ხმას ვერ ამოიღებენ.ადვოკატების თავმჯდომარე ზაზაც მზადაა, რომ ბოლომდე გადაუაროს მაგათ,ენჯეოებიც მომართულნი არიან და მოკლედ მთელი ორკესტრი ამუშავდება
სააკაშვილი: ოკ.მაგარია
საყვარელიძე: კი ეგრეა.ეხლა ჩვენებს ველოდები და პროკურატურასაც შევეხმიანები და თუ რამე სიახლეა გეტყვი.წესით უკვე ზუსტი პასუხი უნდა გვითხრან
სააკაშვილი: მიდი,მიდი და შემეხმიანე.