უცხოეთი
დაკავებული ეფ–ეს–ბეს ოფიცრები სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს

  საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის ეფ–ეს–ბეს საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრის ერთ–ერთი ქვეგანყოფილების ხელმძღვანელ სერგეი მიხაილოვსა და მის ხელქვეით დიმიტრი დოკუჩაევს ბრალი წაეყენათ სახელმწიფო ღალატში. ამაშივე ადანაშაულებენ „კასპერსკის ლაბორატორიის“ ყოფილ მენეჯერ რუსლან სტოიანოვსაც.

  „ინტერფაქსის“ წყაროს ცნობით, ეფ–ეს–ბეს ოფიცრებს აშშ–ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.