უცხოეთი
კრემლი ავდეევკაზე იერიშს ხსნის კიევის მცდელობით, შეამოწმოს ტრამპის ლოიალობა

  საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. კიევმა დონბასთან საბრძოლო მოქმედებები იმ მიზნით განაახლა, რომ შეემოწმებინა, რამდენად მზადაა აშშ–ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მხარი დაუჭიროს უკრაინის ხელისუფლებას. ასეთ თვალსაზრისი გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.

  „ვფიქრობთ, ამ ძალიან უხეში ბოლო პროვოკაციიტ ავდეევკის რაიონში კიევს სურდა შეემოწმებინა აშშ–ის ახალი ადმინისტრაციის მზაობის ხარისხი, მზადაა თუ არა, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინელი ძალოვნების ნებისმიერ გამოხდომას“, – განაცხადა უშაკოვმა.