საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. ექსპერტების დასკვნით, კონსტრუქცია ავარიულია და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს. თუმცა, მოვაჭრეები დემონტაჟამდე შენობაში შეშვებას და ითხოვენ იქ სავარაუდოდ შემონახული ანდა დარჩენილი საქონლის გამოსატანად – მაგალითად დამდნარი ვერცხლისა და ძვირაფსეულობის. მათი განცხადებით, შენობის ზოგიერთი ადგილი არ დაზიანებულა და საწყობის ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია.
„ფერფლში ყრია ჩვენი ვერცხლი, იქ, სადაც კიდევ არსებობს იატაკი“, - აცხადებენ პასაჟ „ოქროს სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები, რომელიც სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ფუნქციონირებდა.
„დემონტაჟის დროს, როცა ყველაფერი ბეტონის ნამსხვრევებით დაიფარება, ვერასდროს ვერაფერს ვიპოვით, თუკი იქ რამე შემორჩა, ყველაფერი, რაც ხანძარს გადაურჩა, განადგურდება და დაიკარგება“, – აღშფოთებით აცხადებენ საბრალო მოვაჭრეები, რომლებიც ყინვისა და შიმშილის მიუხედავად 24 საათი ქუჩაში იმყოფებიან.
„ჩვენ ხელში გვექნება, ალბათ, დემონტაჟის დასკვნა, სამხარაული… და მერე უკვე კანონიდან გამომდინარე რაც არის, იმის მიხედვით მოვახდენთ დემონტაჟს“, - განაცხადა, თავის მხრივ, “ბავშვთა სამყაროს” დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა.