საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. თბილისი საკრებულოს ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს და ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ერთობლივი ინიციატივით, საპრეზიდენტო ფონდის ხელშეწყობით პროექტი „ვისწავლოთ ქართული“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაცია, რომელიც თბილისის მეგობრობის სახლში (შარშან ნაცმოძრაობის საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით გახსნილი) გაიმართა, ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა რიტა ხიდირბეგიშვილმა, ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთან სოფიო შამანიდთან ერთად გახსნა. რიტა ხიდირბეგიშვილის განცხადებით, ქართული ენის შემსწავლელი უფასო სამთვიანი კურსები საყოველთაოა, თუმცა, ძირითადად, არაქართულენოვან მოსახლეობაზეა გათვლილი და მიზნად ეროვნულ უმცირესობებში ენობრივი ბარიერის დაძლევას ისახავს. მისივე თქმით, ქართულ ენასა და ლიტერატურას მსურველებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები შეასწავლიან. კურსდამთავრებულებს კი, შესაბამისი სერთიფიკატები გადაცემათ.
პრეზენტაციას თბილისში მცხოვრები დიასპორების წარმომადგენლები და ქართული ენის შემსწავლელი კურსებით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.